Wednesday, July 28, 2010




პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეების მიერ ხარაგაულის ეკლესია–მონასტრების დათვალიერება და მათ შესახებ ინფორმაციების მოპოვება: წარმომავლობაზე, მდებარეობაზე, მათ მოქმედუნარიანობაზე, პრობლემებზე და აგრეთვე მათ ცნობადობაზე.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ თუ სად მდებარეობს ხარაგაულში მითითებული ეკლესია_მონასტრები. მოახდენენ ადგილზე მათ აღწერას, გამოიკვლევენ მათ ისტორიულ-გეოგრაფიულ მდებარეობას, ვინ და როდის ააგო, ესა თუ ის ტაძარი. თუ ყოფილა ამ ტაძრებზე მტრის თავდასხმები. არის თუ არა ეკლესია მოქმედი, და რა რაოდენობის მრევლი ყავს თითოეულ ეკლესიას, როგორც ახლანდელი მდგომარეობით, ისე ძველად, ასევე მოძიებენ ინფორმაციას აღნიშნული ეკლესიების რესტავრირებასა და მათ პრობლემატურ საკითხებზე. მოიპოვებენ ინფორმაციას ამ ტაძრების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. შეადგენენ რუკებს, გეგმებს, იმისათვის, რომ მივიდნენ თითოეულ ტაძრამდე. მოიძიონ არსებული ლეგენდა, თქმულება, ლექსი ამა თუ იმ ტაძრის შესახებ. მოიპოვებენ ფოტო-ვიდეო მასალას და აუდიო მასალას საგალობლებზე.
მოპოვებული მასალა დაეხმარებათ მოსწავლეებს გაიღრმავონ ცოდნა ხარაგაულში არსებული ტაძრებისა და მათი ისტორიის შესახებ და შეძლებენ გააცნონ სხვებსაც
მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკით
მოსწავლეთა ასაკი და კლასები: 16–17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: მთლიანი სასწავლო წელი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კლასში მოეწყოს მოძიებული მასალის გაცნობა, შედარება და განსხვავება ამათუიმ ტაძრებს შორის, დაჯგუფება მოახდინონ რესტავრირებული და სარესტავრაციო ტაძრებისა. გადაღებული ფოტოებისა და ვიდეო –აუდიო მასალების ჩვენება და პრეზენტაცია ისტ–ის გამოყენებით
სამუშაო ენა:ქართული
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი და გვარი: მაია ბარბაქაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა:maiabarbakdze@gmail.com